10 ოქტომბერი, 2016

“გთხოვთ, გამოხატეთ კეთილი ნება!”

mesxishvilis-teatriლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო თეატრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თეატრის მოყვარულ საზოგადოებასთან ერთად, რიგით მაყურებლებსაც მიმართავს:

“მეგობრებო, ძვირფასო მაყურებელო!

თქვენს მიერ შეძენილი ერთი ბილეთიც, გახსოვდეთ, მესხიშვილის თეატრის და ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების მხარდაჭერის აქტია!

თეატრი ყოველთვის განსაკუთრებული მღელვარებით ელოდება თქვენთან შეხვედრას. თქვენ ხართ ჩვენი შემოქმედებითი მიღწევების გამზიარებელი და გულშემატკივარი. ვცდილობთ, არ გაგაწბილოთ და ყოველ სეზონზე მრავალფეროვანი რეპერტუარი შემოგთავაზოთ.

ვიცით, რომ ყოველთვის ინტერესით ელოდებით სიახლეებს საყვარელი თეატრისაგან. მაგრამ, მხოლოდ მოსაწვევით თეატრში სიარული თანადგომას არ ნიშნავს. გთხოვთ, გამოხატეთ კეთილი ნება! მიბრძანდით თეატრის სალაროსთან და შეიძინეთ სიმბოლური ღირებულების ბილეთი, რითაც დაადასტურებთ თეატრის მიმართ თქვენს სიყვარულს და თანადგომას.”