გოჩა აბულაძის წარმატება პარმის რეჯოს თეატრში

gocha-abuპარმის რეჯოს თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის “დონ კარლოსი” დაიდგა, რომელშიც უცხოელ საოპერო მომღერლებთან ერთად ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძეც მონაწილეობდა. ოპერას მაესტრო დანიელ ორენი დირიჟორობდა.

გოჩა აბულაძე წლებია უცხოეთში მოღვაწეობს და თავისი შემოქმედებით აცნობს მსოფლიოს ჩვენს პატარა ქვეყანას.

პარმის რეჯოს თეატრში გოჩა აბულაძემ პირველად იმღერა. მან ცნობილი ბარიტონი ვლადიმერ სტოიანოვი შეცვალა. ადგილობრივმა პრესამ ქართველ ბარიტონს ვრცელი სტატიები მიუძღვნა და მის ნიჭიერებას გაუსვა ხაზი. როგორც ჟურნალისტები წერენ, დამსახურებულად ყველაზე დიდი ოვაციები გოჩა აბულაძეს ჰქონდაო.

გოჩა აბულაძე:

“შედგა ჩემი დებიუტი პარმის რეჯოს თეატრის სცენაზე ”დონ კარლოსში”! ვერდის ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე ვიმღერე. ამ ჯადოსნურ დღეზე ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ეხლა ისეთ დღეში ვარ, სიხარულისგან ვერაფერს ვამბობ! სასწაულები ხდება! მიყვარხართ!!!!”