11 ოქტომბერი, 2016

გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი იტალიაში

1gia-kancheli-rekordsmeniaქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს იტალიაში კონცერტს მიუძღვნიან.

პალერმოს ლეგენდარულ თეატრში “Teatro Massimo” მაესტრო გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი 14 ოქტობერს გაიმართება.

საღამოზე აჟღერდება კომპოზიტორის ნაწარმოები ”Exil”  მასიმოს თეატრის ორკესტრის და სოპრანოს ვალენტინა კოლადონატოს შესრულებით.

ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო იტალიაში:

“პალერმოს ლეგენდარულ თეატრში “Teatro Massimo” მაესტრო გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. “Exil”-ს დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდა, წარმატებული ქართველი მწერალი, რუსკა ჟორჟოლიანი წარუდგენს.”