15 ოქტომბერი, 2016

ერეკლე გეწაძე მამა გახდა

erekl“იქს ფაქტორის” წამყვანი, მუსიკისა და დრამის და კინომსახიობთა თეატრების მსახიობი ერეკლე გეწაძე მამა გახდა.

ზურა გეწაძისა და ნანუკა ლითანიშვილის უფროს შვილს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ერეკლეს მეუღლე მარიამ ბოლქვაძეა და პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა.

ერეკლეს და მარიამს პირველი შვილი 14 ოქტომბერს შეეძინათ. ახალბედა მშობლებმა მას სანდრო დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ეს სასიხარულო ინფორმაცია ზურა გეწაძემ გაავრცელა:

“დაიბადა სანდრო გეწაძე და გავხდი ბაბუა!”