18 ოქტომბერი, 2016

“არ მინდა ვინმეს ვაწყენინო”

datunევროპის მოედანზე გამართული თბილისობის გალაკონცერტი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ქართველი კომპოზიტორების ცნობილი სიმღერების ახლებურად აჟღერებული ვერსიები მსმენელისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

მომღერალი დათუნა მგელაძე კონცერტს ასე გამოეხმაურა:

“არ მინდა ვინმეს ვაწყენინო და ამიტომ შევეცდები კორექტული ვიყო. არ ეხება ეს ჩემს კოლეგებს, უმეტესი მომღერლები და ლაივ ჯგუფები არიან თავისი საქმის პროფესიონალები მაგრამ…..

ეს დედა აფეთქებული, როცა აკეთებ კონცერტს ღია ცის ქვეშ, მოდის მსმენელი ამ სიცივეში და შენ ახვედრებ ესეთ პროგრამას… რატო? გააკეთე დახურულ საკონცერტო დარბაზში და იქნება იდეალური კონცერტი. ესე გარეთ, ამ სიცივეში რატო ეკაიფებით მოსულ მაყურებელს და ეს გახმოვანება რა გახდა!

უხ, როგორ მინდა ყველაფერი დავწერო, მაგრამ თავს შევიკავებ. წარმატებები იმედია შემდეგი ესეთი ნაფტალინი თბილისობის კონცერტი იქნება დახურულ საკონცერტო დარბაზში.”