21 ოქტომბერი, 2016

ახალი აღმოჩენა პარხლის ტაძარში

parxპარხლის ტაძარი ტაო კლარჯეთში მდებარეობს და ქართველი მეცნიერებისთვის ერთ-ერთ საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

ტაო კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე არაერთი აღმოჩენა გაკეთდა.
ისტორიკოსი ბუბა კუდავა საზოგადოებას ახალ და საინტერესო აღმოჩენას აცნობს, რომელიც პარხლის ტაძარშია.

ბუბა კუდავა:

“ახალი, საინტერესო აღმოჩენა ტაო კლარჯეთში – ლომების რელიეფური გამოსახულება პარხლის ტაძრიდან!

რელიეფები სამხრეთ ფასადზე, შესასვლელ კართან, შელესილობის ქვეშ ყოფილა.

მარცხენა ლომის გამოსახულება უკეთაა დაცული, მარჯვენა კი, რომელიც სილუეტის მიხედვით პირველის ანალოგიური უნდა ყოფილიყო, ძლიერაა დაზიანებული.

უკეთ გადარჩენილი რელიეფი ძალიან ჰგავს იმავე პარხლის ტაძრის ჩრდილოეთი ფასადის სარკმლის თავზე გამოსახულ ლომს.

ცხოველთა ფიგურებით შესასვლელის მორთვის ფაქტი ხახულის ტაძარსაც გვახსენებს, სადაც სამხრეთის კარი არაერთი მსგავსი რელიეფითაა შემკული.

ცხადია, რელიეფები ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შემდეგ უნდა იყოს გადალესილი (შესაძლოა სულაც მოგვიანებით, XX საუკუნეში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას).

დღესდღეობით პარხლის ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს (სამწუხაროდ, კვლავ ქართველი სპეციალისტების გარეშე). რელიეფები სულ ახლახან, სწორედ ამ სამუშაოებისას გამოვლინდა.”

parxa

parxal

parxali