10 ოქტომბერი, 2016

ხატია ბუნიათიშვილი ბერლინში დააჯილდოვეს

xatiaaaaმსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ბერლინში დააჯილდოვეს.

გერმანიის დედაქალაქის მთავარი საკონცერტო დარბაზის წინ წითელი ხალიჩა გაიშალა და წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ECHO Klassik 2016 – ასე ეწოდება დაჯილდოების ცერემონიალს, რომელზეც მსოფლიოს ვარსკვლავებთან ერთად ხატია ბუნიათიშვილიც მიიწვიეს და მთავარი პრიზით დააჯილდოვეს.

პიანისტმა ფოტოგრაფების წინაშე Ermanno Scervino-ს ულამაზესი შავი კაბით და კუთვნილი პრიზითაც იპოზიორა და ჟურნალისტებს დასმულ შეკითხვებზეც უპასუხა.