13 ოქტომბერი, 2016

ხარვეზები რესტავრირებულ აღმაშენებლის გამზირზე

agmash123ახალი ტფილისი – ასე უწოდეს განახლებულ აღმაშენებლის გამზირს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა.

ტფილისის ჰამქარი ჩატარებულ სამუშაოებს აფასებს და ხარვეზებს სპეციალურ ფოტოალბომში აერთიანებს.

ტფილისის ჰამქარი:

“ხშირად გვეკითხებიან, მოგვწონს თუ არა რეაბილიტირებული აღმაშენებლის “ვორონცოვისეული” მონაკვეთი.

სამწუხაროდ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. წინა და დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩატარებულ რეაბილიტაციას ერთნაირი ხარვეზები აქვს. დახარჯული თანხის (30 მილიონი) ადეკვატური რესტავრაცია ვერც ახლა მივიღეთ. ამ ალბომში რამდენიმე შენობის მაგალითის სახით წარმოგიდგენთ განსხვავებას/შედარებას, რომელიც მივიღეთ რეაბილიტირებულ არეალში.

თბილისი დეტალებშია! ეს დეტალები ქმნიან ურბანული მემკვიდრეობის ხარისხს, რაც არასწორი რესტავრაციის პირობებში იკარგება. ამიტომაც ვიღებთ ბუტაფორიას, ლამაზ, მაგრამ ისტორიული კონტექსტისგან დაცლილ გარემოს.

სრულყოფილი რესტავრაცია ჩატარდა მხოლოდ 4 შენობაზე, მათი ფოტოები ალბომში წარმოდგენილია.

ხარვეზების თავიდან ასაცილებლად სამუშაო პროცესისათვის შესაბამისი ზედამხედველობა თბილისის განვითარების ფონდს უნდა გაეწია, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.”

აღმაშენებლის #69

ag

აღმაშენებლის #27

agmm

აღმაშენებლის #27

agmmm

აღმაშენებლის #49- რეაბილიტაციის შემდეგ სადარბაზოს კარის ლითონის ცხაური გაქრა

agmaa

აღმაშენებლის #49-რაებილიტაციის შემდეგ სადარბაზოს კარის წინფრა გაქრა

agmashsh

აღმაშენებლის #27-იპოვნეთ განსხვავებები

agmashe

სრული ფოტოგალერეა იხილეთ აქ: 

https://www.facebook.com/pg/TiflisHamkari/photos/?tab=album&album_id=10155388831352907