26 ოქტომბერი, 2016

ნუგზარ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

nugzarრეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეჟისორი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიქაელ ტარივერდიევის 85 წლის საიუბილეო საღამოზე იმყოფებოდა.

ნუგზარ ლორთქიფანიძე თეატრში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და რეჟისორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის მფლობელი რეჟისორი აქტიურად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. იყო თელავის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, ქუთაისის ოპერისა და დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს ტელევიზიის, კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, დადგმული აქვს 60-ზე მეტი სპექტაკლი.