3 ოქტომბერი, 2016

ნანული სარაჯიშვილი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

nanuliრუსთაველის თეატრის მსახიობი ნანული სარაჯიშვილი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს.

ეკატერინბურგში პირველად ჩატარდა ურალის რუსული კინოს ღია ფესტივალი, სადაც 14 საკონკურსო ფილმი მონაწილეობდა.

მათ შორის, რეჟისორ ალექსანდრ ამუროვის კომედიური ჟანრის ფილმი “ტილი და ტოლი”.

ამ ფილმში შესრულებული სოფიკოს როლისთვის ნანული სარაჯიშვილი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა და სპეციალური პრიზით და დიპლომით დაჯილდოვდა.