22 ოქტომბერი, 2016

ლევან სონღულაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი “სოთბის” აუქციონზე

1levan-songulashviliახალგაზრდა ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის “მედუზას” შემდეგ, სოთბის აუქციონზე მისი კიდევ ერთი ნამუშევარი მოხვდა.

“მონაზონი” – ასე უწოდა 24 წლის მხატვარმა 2012 წელს შექმნილ ტილოს, რომელიც სოთბისში Take Home a Nude გამოფენა-აუქციონზე 24 ოქტომბერს მარინა აბრამოვიჩთან, პატრიკ დემარშალთან და სხვებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

4 ნოემბერს კი ლევან სონღულაშვილის შემოქმედება ბრუკლინის მუზეუმში გამოიფინება.