3 ოქტომბერი, 2016

კამერული მუსიკის ფესტივალი საზეიმო გალაკონცერტით დაიხურა

mart2 ოქტომბერს, მარტვილში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,სალხინოს სასახლის კამერატა” საზეიმოდ დაიხურა.

დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციის ჭადრების ხეივანში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა, სადაც ფესტივალში მონაწილე ყველა კოლექტივი 10-წუთიანი პროგრამით წარსდგა.

მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები უცხოელი მუსიკოსების მიერ შესრულებულმა ქართულმა კომპოზიციებმა დაიმსახურა.

ფესტივალს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ქართული ესტრადისა და თეატრის არტისტები, თბილისის კონსერვატორიის პროფესორები და პოლიტიკოსები.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ფესტივალის ფარგლებში სტუმარებისთვის ადგილობრივ ღირსშესანიშნავ ადგილებში ექსკურსიები მოეწყო. უცხოელ სტუმრებში უდიდესი აღტაცება მარტვილის კანიონმა და თავად დადიანთა სასახლემ გამოიწვია.

martv

ფესტივალი სრულად დაფინანსდა მარტვილელთა ფინანსური მხარდაჭერით. ადგილობრივმა კერძო მეწარმეებმა თუ მეცენატებმა ფესტივალის თანადგომით საკუთარი კუთხისა და კულტურის ნამდვილი სიყვარულს დემონსტაცია მოახდინეს: კახა კვესელავა, ალექსი გაბისონია, ოთარ დანელია, კარლო ბეჭვაია, გიორგი ყურუა, ფრიდონ ინჯია, ალექსანდრე ახვლედიანი, ალექსანდრე ხურცილავა, ირინე გადელია, ზაზა ხაჟომია, დავით ციკოლია, როინ გვილავა, გიზო ჩიხლაძე, მაკა გულორდავა – ეს იმ ადამიანთა სიაა, რომელთა თანადგომით ფესტივალი წელს მეორედ გაიმართა.

martvili

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია შიო აბრახამია, ხოლო დირექტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

martvil

,,სახლინოს სასახლის კამერატა” ხორციელდება ფონდის “დღეს” ორგანიზებით.

ფესტივალის ოქროს სპონსორია ღვინის კომპანია ,,როიალ დადიანი”, ხოლო გენერალური სპონსორი “MBC – მარტვილის ბიზნესცენტრი”.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და ჭყონდიდის ეპარქია.