26 ოქტომბერი, 2016

ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა

zviad1ანსამბლების ”იმერის” და ”მუხამბაზის” წევრი, ”ქალდეას” და ბავშვთა ფოლკლორული გუნდის ”დავითიანის” ხელმძღვანელი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა.

ზვიადი ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელიც იყო. იგი თვეების განმავლობაში უკურნებელ სენს ებრძოდა. უახლოესი ადამიანების დახმარებით სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ინფორმაცია ზვიადის გარდაცვალების შესახებ ახმეტელის თეატრის მსახიობმა ანდრია გველესიანმა გაავრცელა:

 

”ჩვენი ზვიადი…. უფალმა გაანათლოს შენი სული ზვიად…
გვიყვარხარ და გვეყვარები მუდამ, მადლობა თითოეული წუთისთვის, რაც ჩვენთან ერთად გაატარე,ბევრი სითბოსა და სიკეთისთვის…

მადლობა ღმერთს, რომ ვიცნობდი შენნაირ კეთილ, ნიჭიერ და მშრომელ ადამიანს …
ძალიან დამწყდა გული… ძალიან… ჩვენ ვილოცებთ შენთვის…”