30 ოქტომბერი, 2016

ანი კეკუა გათხოვდა

ani-kekuaმუსიკალური პროექტების “ჯეოსტარი 2007”-ის და “ნუცას სკოლის” გამარჯვებული მომღერალი ანი კეკუა გათხოვდა.

25 წლის მომღერლის რჩეული გიორგი გოგბაიძეა. წყვილმა ორწლიანი ურთიერთობა ჯვრისწერით და ქორწინებით დაასრულა.

ანის და გიორგის გაბედნიერება მათმა უახლოესმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გაიზიარეს. ქორწილსა და ჯვრისწერას ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლები ნინი წიკლაური, ნათია დუმბაძე, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, თიკა მახალდიანი ესწრებოდნენ. საქორწილო სუფრა რესტორან ბერმუხაში გაიშალა.

წყვილის ქორწილის ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში გავრცელდა. ანიმ და გიორგიმ უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილები მიიღო.