Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სუხიშვილების” ტრიუმფი ჟენევაში

30 ოქტომბერი, 2016

1suxishvili“რამდენჯერ უნდა ვიტირო, რამდენჯერ უნდა განვიცადო, რამდენჯერ უნდა დავწერო? ალბათ, რამდენჯერაც ვნახავ, იმდენჯერ!” – ასე აფასებს “სუხიშვილების” ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ პირველ კონცერტს ჟენევაში გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი მოცეკვავეების კონცერტმა ჟუნევაში სრული ანშლაგით ჩაიარა და აღფრთოვანებული დატოვა დამსწრე საზოგადოება:

“რამდენჯერ უნდა ვიტირო, რამდენჯერ უნდა განვიცადო, რამდენჯერ უნდა დავწერო? ალბათ, რამდენჯერაც ვნახავ, იმდენჯერ.

სულ პატარობიდან დავყავდი მამაჩემს „სუხიშვილების“ კონცერტზე, აღმერთებდა მათ ცეკვას. რა თაობას არ ჩაუვლია ჩემს თვალწინ. გავიზარდე და უკვე მეგობრები მპატიჟებენ და მეც დავყვები, თბილისში, ბათუმში…

ახლა უკვე ჟენევაში. თითქოს, უნდა მივეჩვიო ამ ყველაფერს, მაგრამ არ ხდება ეს ცეცხლოვანი ცეკვები არასდროს ჩვეულებრივი და ამას რომ ვამბობ, სულ არ მაქვს პრეტენზია, რომ რამეს განსაკუთრებულს ვამბობ. უბრალოდ, შეძლებისდაგვარად, ემოციას გიზიარებთ, რომელიც ვერაფრით დავაცხრე.

უცხოეთში და ისიც, აქ, პირველად დავესწარი. რატომ გავუსვი ხაზი ჟენევას, მიხვდებოდით – „ქართული გენია როკვით განფენილი“ – თითქოს, გაცვდა გრიგოლის ეს სიტყვები, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1962 წელს, ჟენევაში, ,,სუხიშვილების“ კონცერტის ნახვის შემდეგ დაწერა.

რა უნდა ვთქვა გრიგოლ რობაქიძეზე მეტი, რაც მან ამ წერილში თქვა, მაგრამ ერთი ვიცი – დღეს, 56 წლის შემდეგ, მე ამ სიტყვების გულში ვიყავი. ახლა, წარმოდიგინეთ, დარბაზში გრიგოლ რობაქიძე და სცენაზე დიდი ილიკო და ნინო! წარმოიდგინეთ, რა მძაფრია გრძნობა, როდესაც საქართველოდან 30 წელია, მოწყვეტილი ხარ, ბარათსაც ვერ აგზავნი და სცენაზე ამას შესცქერი…

„ვაშა, როკვის ჯადოქარნო: ქალებო და ვაჟებო! ვაშა! ვაშა!“ (გრ.რ.)

დაინგრა დარბაზი! დაფრინავდნენ ულამაზესი გოგო-ბიჭები!

მეამაყება საქართველო!”