Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სირცხვილია!”

6 ოქტომბერი, 2016

ana-axმოდელი ანა ახვლედიანი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საჯაროდ პირველად საუბრობს თემაზე, რომელიც მოდას და სამოდელო სფეროს არ შეეხება.

ანა ახვლედიანი:

“ზოგადად, თავს ვარიდებ ხოლმე მსგავსი თემების განხილვას ინტერნეტში და მითუმეტეს ამ თემების შესახებ პოსტების წერას, მაგრამ საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია ყოველგვარ ფარგლებს სცდება.

ვგულისხმობ გუშინდელ აქციას და შემდეგ გაკეთებულ გადაცემას რუსთავი 2-ის ეთერში, რომელიც სრული კრახით დასრულდა ნაციონალებისთვის და ასევე რუსთავი 2-ის ტელევიზიისთვის.

ხაზი მინდა გავუსვა იმ ოთხ ადამიანს, რომელსაც “ჟურნალისტი” ჰქვია, რამხელა ცინიზმს და აგრესიას ავლენდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, როგორი ავადმყოფური მიმიკები ჰქონდათ, უაზრო თვალების ცეცება… მარიონეტები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.

სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ბრალია, რომ ასე თამამად და თავდაჯერებით საუბრობენ ისინი პირდაპირ ეთერში და კვლავ გვიწევს იმის მოსმენა, რომ თურმე ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი პოლიტპამრები ყოფილან.

ეს არის უდიდესი სირცხვილი, რომ რუსთავი 2 ამ გვარებს არგუმენტად იყენებს ქართული ოცნების წინააღმდეგ და ბრალს დებს მათ ამ ადამიანების დევნაში. სირცხვილია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დგას და ამბობს, რომ ის კვლავ მოვა ხელისუფლებაში, იმ ყველაფრის მერე, რაც მან საქართველოს და ქართველ ხალხს გაუკეთა.

სირცხვილია გუშინდელი აქციაც, რომელიც მართლა მასკარადს ჰგავდა, ჩვენი დიდი სირცხვილია ის ფაქტიც და ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ გულით მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც მიზერული თანხის გამო აქციაზე რაიონებიდან ჩამოყვა ამ პარტიას. საბოლოოდ კი იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეული ჩვენგანის სირცხვილია, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, რადგან ისევ ჩვენი უმოქმედობის და დუმილის ბრალია, რომ ნაციონალები კვლავ იღებენ ხმას და ცდილობენ ძველი დროის უკან დაბრუნებას.

ძვირფასო მიმდევრებო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში და ერთხელ და სამუდამოდ უარი ვუთხრათ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან შევძლოთ და დავასრულოთ მათი ბინძური ისტორია!”