Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქველმოქმედო მიმართვას ექვთიმეს ფილმის მხარდასაჭერად ცუდად იყენებენ

4 ოქტომბერი, 2016

nikoloz-xomasრეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სპეციალური ვიდეომიმართვა, სადაც საზოგადოებას სთხოვდა ექვთიმე თაყაიშვილზე დაწყებული ფილმის დამთავრებაში დახმარებოდნენ.

ახალგაზრდა რეჟისორის თხოვნით თაღლითებმა ისარგებლეს. ისინი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ხომასურიძის მეგობრებს წერილებს უგზავნიან და თანხის ჩარიცხვას სთხოვენ.

ნიკოლოზ ხომასურიძე:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლა შემატყობინეს, რომ ვიღაც არასწორი და მატყუარა ადამიანი ჩემს მეგობრებს უგზავნის წერილებს და სთხოვს თანხის ჩარიცხვას აჭარაბეთის ანგარიშზე ჩემი სახელით.

ძალიან გთხოვთ დაბლოკოთ მისი ფეისბუქის ანგარიში და არავითარ შემთხვევაში არ ჩაურიცხოთ თანხა. ძალზედ სამწუხაროა, რომ ჩვენს საქველმოქმედო მიმართვას ექვთიმეს ფილმის მხარდასაჭერად ასე ცუდად იყენებს ვიღაც. დიდი მადლობა და გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ ეს წერილი.”