Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რა ჯანდაბაა ეს!”

7 ოქტომბერი, 2016

1nino-basharuli-telewamyvaniaმომღერალი ნინო ბაშარული თავისი გულწრფელი შემოქმედებით იპყრობს მსმენელთა გულებს და სათქმელსაც საკუთარი შემოქმედებით გამოხატავს.
მაგრამ ამჯერად ნინომ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება.

ნინო ბაშარული:

“ჩემი წინასაარჩევნო მიმართვა ასეთია!

ჩემო თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო!

საქართველო ძირძველი კულტურის ქვეყანა რომ არის, ამის ქადაგება მეზედმეტება და უკვე სასაცილოცაა… ჩვენ ვამბობთ ერთს და მეორეს ვაკეთებთ ხოლმე მაინც, გვჩვევია… თუმცა რომ არ ვთქვა, ეგეც არ გამოვა. მოვკვდები. მტკივა.

ის რაც ხდება ხოლმე არჩევნებზე – წინა, შუა და ბოლო ეტაპებზე, – ერთმანეთის დედის გინების, სარკაზმის, ხოცვა-ჟლეტის ფონზე – არის საპირისპირო მტკიცებულება იმისა, რომ ძირძველი კულტურის ქვეყანა ვართ…

ყველა პარტიას მივმართავ სიყვარულით! ბოლომდე ღირსეულები დარჩით და ნუ დაკარგავთ სახეს……

მე წარმატებებს ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისაც თავისი ქვეყანა მართლა შვილივით უყვარს! და სკამს და მატერიას კი არაა დაფეთებული, არამედ ადამიანურ სიყვარულს!

მე არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, რადგან მე ჩემი საკუთარი პარტია მაქვს, რომელსაც გულის პარტია ჰქვია… დიახ, იმ გულის, რომელიც იქამდე ფეთქავს, სანამ სიყვარული შეუძლია… მაგრამ მე მაინც ყველა პარტიას წარმატებას ვუსურვებ ადამიანებო! და თუ ღმერთი გწამთ, ღვარძლიანი ცინიზმით და დედის გინებით ნუ დაიბინძურებთ თავს ნურც ფეისბუქზე და ნურც ლაივში.

ყველაზე უმაღლესი ფორმა ადამიანობისა არის მტრის ხელის ჩამორთმევა სუფთა გულით… ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ოლიმპიადაში შემორჩა დღეს.

ხვალ რომელი სტიქია გადაგვიქროლებს თავს, ღმერთმა უწყის… ხოდა, მოვასწროთ სიყვარული თქვე კაი კაცებო…

ჩემთვის ყველა ადამიანები ხართ, და მორჩით ტერმინებს – ნაცი, ქოცი, ბუცი… რა ჯანდაბაა ეს!
მოდით, ვისაც რა შეგვიძლია, ის ვაკეთოთ ამ საბრალო საქართველოსთვის რააა…

ნუ დავპატარავდებით!”