Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

”ნორმალურ ქვეყანაში სასამართლოში უნდა უჩიოდე “ქერის უბნის” შემოქმედებით ჯგუფს”

22 ოქტომბერი, 2016

qeris-ubani არის რაღაც სიწმინდეები, რასაც ხელი არ უნდა მოკიდო, თუნდაც ლაღი იუმორი იყოს ეს, – აცხადებს ჟურნალ “მამულის” რედაქტორ-გამომცემელი შეერთებულ შტატებში მანუჩარ კაჭახიძე და “ქერის უბნის” შემქმნელებს აკრიტიკებს.

მანუჩარ კაჭახიძე:

“წესით, ნორმალურ ქვეყანაში, კომპოზიტორ ალექსანდრე რაქვიაშვილის ოჯახი სასამართლოში უნდა უჩიოდეს “ქერის უბნის” შემოქმედებით ჯგუფს ფილმ “ფესვების” მელოდიის ასეთი გაუპატიურებისათვის. არის რაღაც სიწმინდეები, რასაც ხელი არ უნდა მოკიდო, თუნდაც ლაღი იუმორი იყოს ეს.

ყველაზე მეტად საწყენი ჩვენი ქვეყნის მუსიკოსების დუმილი იქნება ამ თავხედობაზე.

ნიკოლოზ რაჭველი, ვიცი, ამას გულთან მიიტან.

მიცვალებულს რომ თავის დაცვა არ შეუძლია, ამიტომ ვართ ცოცხლები.”