Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეების ტრიუმფი საერთაშორისო კონკურსზე

3 ოქტომბერი, 2016

atclediზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს მორიგი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე.

ათწლედის მოსწავლეები 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მე-5 საერთაშორისო კონკურსზე „მომავლის ვარსკვლავები“ ((5th International Contest “Future Stars”Baky, Azerbaijan 2016, რომელიც მათი გამარჯვებებით დასრულდა.

ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს კონკურსზე და ყველა საპრიზო ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურეს.

კონკურსის მთავარი პრიზი – გრან პრი პიანისტ სალომე მოდებაძეს გადაეცა, რომელიც 2016 წლის კურსდამთავრებულია, ასოცირებული პროფესორის ნინო ქათამაძის კლასში.

პირველი პრემია მიიღო პიანისტმა სალომე კაბოსნიძემ (მე-10 კლასის მოსწავლე, დამსახურებული პედაგოგის დოდო ცინცაძის კლასიდან, პირველი პრემია გადაეცა პიანისტ თეკლა გიორგაძეს, (მე-9 კლასის მოსწავლე, ასოცირებული პროფესორის ნინო ქათამაძის კლასი).

at

მეორე პრემია გადაეცა კლარნეტისტ ლუკა თოთაძეს, (მე-9 კლასის მოსწავლე შოთა გოგოძის კლასი).

atc

დიპლომები მიიღეს ელისაბედ გრიგოლიამ (მე-4 კლასის მოსწავლე), თამარ ხელაშვილმა (მე-4 კლასის მოსწავლე) და მარიამ ილდიზმა (მე-3 კლასის მოსწავლე) პედაგოგ ნანა ახობაძის კლასი.

atcl

ვულოცავთ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედს“ თავისი აღსაზრდელების და მათ პედაგოგების ამ გამარჯვებას, რომელთაც საუკეთესო პედაგოგების პრიზები გადაეცათ და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.