Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლადო მექვაბიშვილი გარდაიცვალა

27 ოქტომბერი, 2016

lado-meqvabishvili88 წლის ასაკში თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ვარსკვლავი ლადო მექვაბიშვილი გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა.

ლადო მექვაბიშვილის სამსახიობო კარიერა ოზურგეთის თეატრიდან დაიწყო, 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო.

საქართველოს დამსახურებულ არტისტს და ღირსების ორდენის კავალერს 85 წლის იუბილეზე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.