Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კახი კავსაძე დააჯილდოვეს

4 ოქტომბერი, 2016

kaxi-kavsaმსახიობი კახი კავსაძე დააჯილდოვეს. მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ბოლო როლი საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესოდ მიიჩნიეს და ქართველ მსახიობს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო გადასცეს.

თეატრისა და კინოს რიგით მე-14 ფესტივალმა “ამურის შემოდგომა” რჩეულები დაასახელა.

ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი გამარჯვებულად კახი კავსაძე დასახელდა ალექსანდრ ამუროვის ფილმში “ტილი და ტოლი” შესრულებული როლისთვის.

ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ვანო ბურდული დაჯილდოვდა ფილმისთვის “გაყინული შარდევნების წელიწადი”.

ფესტივალის საპატიო პრიზი – ოქროს წერო კი წელს რეჟისორსა და სცენარისტს ირაკლი კვირიკაძეს გადაეცა.

kaxi