Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დაპირისპირება ქეთი დოლიძესა და ასმათ ტყაბლაძეს შორის

9 ოქტომბერი, 2016

asmati-da-qetiრეჟისორი ქეთი დოლიძე მარჯანიშვილის თეატრის ყოფილ მსახიობს ასმათ ტყაბლაძეს უპირისპირდება და ოთარ მეღვინეთუხუცესის მკვლელს უწოდებს.

ქეთი დოლიძე:

“არარაობა, თახსირი დედაკაცი ასმათ ტყაბლაძე – ოთარ მეღვინეთუხუცესის მკვლელი! არასდროს არავისთან არ ვჯდები ეთერში. რომ მცოდნოდა, რომ “იბერია” ასეთ “სიურპრიზს” მომიმზადებდა, არ შევიდოდი ეთერში. ასმათ ტყაბლაძე არის ნაძირალა, მევახშე, გათახსირებული ადამიანი, მასავით თახსირ ნათელაშვილის ფულის მონა! ორი რესტორნის პატრონი, სხვაზე ლაპარაკობს! ოთარ მეღვინეთუხუცესი შენმა სიბოროტემ, შენმა ავმა სულმა შეიწირა! ვერ გამიფუჭებ გამარჯვებას, შე არარაობა! შენ ვინ ხარ, რომ ეთერში დაგიჯდე! სასახლეში მიბრძანდი, დუშეთში და იქ იგლოვე თქვენი საუდამო დამარცხება! უნიჭო იყავი და უნიჭოდ მოკვდები!”

ასმათ ტყაბლაძე:

“ქალბატონი ქეთი ამბობს არარაობა ხარო და ძალიან ეშლება. თუ უნდა მე დავუმტკიცებ, ვინ არის არარაობა, ვინ იყო და ვისთან შეუძლია ყოფნა არარაობით. არარაობა ის არის, ვინც ატყუებს ადამიანებს.”