Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

”დამაავადეს, დამბლოკეს, 100000 ჭორი მომიგონეს”

9 ოქტომბერი, 2016

eka6მომღერალი ეკა კვალიაშვილი თავისი საქმიანობით გამორჩეულად საყვარელია ქართველი მსმენელისთვის. მის ხმას განუმეორებელს და უძლიერესს უწოდებენ და სრულიად სამართლიანადაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეკა ყოველთვის მზად არის უმღეროს თავის საყვარელ მსმენელს, ბოლო პერიოდში ის კონცერტებში აქტიურად აღარ მონაწილეობს. ამის მიზეზებს კი მომღერალი საჯაროდ განმარტავს.

ეკა კვალიაშვილი:

“პირადად ჩემი 9 წელი მოიპარეს, არა, წამართვეს, უმოქმედო და იგნორირებული გამხადეს, დამაავადეს, სიმღერა ლამის დამავიწყეს, კონცერტებიდან დამბლოკეს, 100000 ჭორი მომიგონეს, იმიტომ, რომ საღად ვაზროვნებ და არ ვიყიდები.

ყველანაირი საარსებო წყარო გადამიკეტეს, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი, იმიტომ, რომ ვხვდებოდი მათ სიმყრალეს და იცოდნენ, რომ ადამიანებს ვუყვარდი და ეს გამოჩნდა, როდესაც გამოცხადდა ჩემი ავადმყოფობის შესახებ…

შემდეგი წლები, კი ვერაფერი გავაკეთე, ვერაფერი შევასმინე ახლებს….

გული მწყდება, რა დააშავა ჩემმა ლამაზმა ქვეყანამ და ხალხმა…. მაგრამ ერთია მთავარი, ჩვენ ყველაზე მაგარი პატრონი გვყავს… ჩვენთან არს ღმერთი!!!”