Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დაეხმარეთ, თუნდაც 1 ლარით პატარა ლუკას ულამაზეს დედიკოს

3 ოქტომბერი, 2016

nino-sulaberidzeპატარა ლუკას ულამაზესი დედიკო ახალგაზრდა ჟურნალისტი ნინო სულაბერიძეა. მას ურთულესი დაავადება – თავის ტვინის სიმსივნე აქვს. ნინომ უკვე გაიკეთა სამი უმძიმესი ოპერაცია, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ…

უახლეს ინფორმაციას ნინო სულაბერიძეზე მისი მეგობარი და კოლეგა მარიამ ოშხნელი ავრცელებს:

“არ ვიცი როგორ დავიწყო, როგორი ფორმით გთხოვოთ, ისიც არ ვიცი საერთოდ როგორ უნდა ვილაპარაკო ამბავზე, რომელიც ძალიან მტკივა!

მახსოვს, ზაფხულში, როცა ნინის მესამე ოპერაცია გაუკეთეს, დავწერე ხმამაღლა თქმის მეშინია, რომ ყველაფერი კარგად არის-თქო…

2-თვეზე მეტი გავიდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მართლა არ არის კარგად! ტომოგრაფიის პასუხი გაიგზავნა თურქეთში, სადაც ბოლო ოპერაცია გაუკეთდა და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ნინის სასწრაფოდ სჭირდება ჩარევა “კიბერ დანით”! ჯერ კარგად არ ვიცი, ეს რა სახის სამედიცინო მანიპულაციაა, მაგრამ უკვე ვიცი, რომ 26 ათასი დოლარი ჯდება!

ოჯახს 26 კი არა, 6 დოლარიც აღარ აქვს. მე ვიცი, რომ ყველა დაეხმარებით, თუნდაც 1 ლარით პატარა ლუკას ულამაზეს დედიკოს… კიდევ ერთხელ, კიდევ ერთად თუ მოვახერხებთ ამ გოგოს დაფინანსებას.

პ.ს. ვისაც უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებს, როგორ დაიწყო ეს ამბავი, გადადით ლინკზე http://imedi.ge/index.php?pg=shs&id_pr=7989&id=63

nino-sula