Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანიტა რაჭველიშვილის მიმართვა საზოგადოებას

25 ოქტომბერი, 2016

1anita-daavadebulebs-daexmarebaმეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი თავისი წარმატებული კარიერით ხშირად აღარფოვანებს ქართულ საზოგადოებას.

საოპერო სფეროში მიღწეული გამარჯვებების გარდა, ანიტა ქველმოქმედებითაც არის ცნობილი. მან უკვე გაუწოდა დახმარების ხელი ახალგაზრდა, უმამო და სოციალურად დაუცველ პიანისტს, რომელსაც 700 დოლარით დაეხმარა. ახლა კი ანიტამ მეგობრებს სთხოვა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრს, 22 წლის ნათია პავლიაშვილს სწავლის დასრულებაში ერთად დაეხმარონ.

ანიტა რაჭველიშვილი:

“ძვირფასო მეგობრებო! კარგ სტუდენტს ჩვენი დახმარება სჭირდება. განათლება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელობისთვის და ეს პოსტი მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიზეზის გამო!

natiaეს ნათია პავლიაშვილია 22 წლის. თელავის რაიონის სოფელ არტანადან. სწავლობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიულზე და ბოლო წელი აქვს დარჩენილი. პრობლემა იმაშია, რომ ნათიას გადაწყვეტილი აქვს დაანებოს თავი სწავლას, რადგან გადასახადს ვერ იხდის. არადა, სულ რაღაც 2000 ლარია გადასახდელი!

ნათიას ოჯახი გაჭირვებული და მრავალშვილიანიცაა, ამიტომ მგონი რომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ! როგორც ნათიას მეგობარი ანა იმერლიშვილი მატყობინებს, ჩვენმა საოცარმა ნინო ქათამაძემ უკვე გამოთქვა დახმარების სურვილი. მაგრამ ნაწილი თანხის მაინც ჯერ კიდევ მოსაგროვებელია! თითოეულმა 10 ლარიც რომ დავდოთ, სულ რამოდენიმე დღეში შევაგროვებთ ნათიას უნივერსიტეტის გადასახადს! ბოლო ვადა 4 ნოემბერია.

მეც ჩემგან დავეხმარები ნათიას აუცილებლად და გადავურიცხავ თანხის ნაწილს, მინდა უბრალოდ რომ გავერთიანდეთ ამ კეთილი საქმის გამო და გვერდში ამოვუდგეთ სტუდენტს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!”

ანგარიშის ნომერია: ლიბერთი ბანკი
ნათია პავლიაშვილი
GE61LB0288870250553876