4 ოქტომბერი, 2016

ქართველი საოპერო მომღერლების ფურორი საერთაშორისო კონკურსზე

qartvelebis-warmateba-did-teatrshiმოსკოვის დიდ თეატრში გაიმართა მე-20-ე საიუბილეო საერთაშორისო ვოკალური კონკურსი “COMPETIZIONE DELL’ OPERA”

შესარჩევ ტურში 600-ზე მეტი კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. მათგან დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მოხვდა 100-მონაწილე. მათ შორის ორი ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი – ბანი სულხან ჯაიანი და ბარიტონი ოთარ ნაკაშიძე.

ქართველებმა კონკურსზე ნამდვილი ფურორი მოახდინეს, მიიღეს შეთავაზებები, მიწვევები, სპეციალური დიპლომები და პრიზები.

სასიხარულო ინფორმაცია ოთარ ნაკაშიძემ გაავრცელა:

“ფინალურ გალა-კონცერტში გავედით ორი ქართველი მომღერალი მე და სულხან ჯაიანი!!

გადმოგვეცა დიპლომები და სპეციალური პრიზები. ძალიან ბევრი სააგენტოები დაინტერესდნენ ჩვენით.

ასევე მოგვცეს პრიზი კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, ავსტრიასა და გერმანიაში.
ძალიან გამიხარდა – გადმომეცა საუკეთესო ბარიტონის პრიზი!!

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის ბათუმის მუსიკალურ ცენტრს, ბატონ გიორგი მიქელაძეს და ქალბატონ მარინა ჯახუტაშვილს.

დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს კოლოსალური დახმარებისათვის, უდიდესი მადლბა მაესტრო ელდარ გეწაძეს. დიდი სამუშაო გავწიეთ!

მოსკოვში ეს შედეგი საქართველოს გამარჯვებაა!!

უდიდესი სიყვარული და აპლოდისმენტები დავიმსახურეთ პუბლიკისაგან მე და სულხანმა!!
თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ ვიყავით პუბლიკის რჩეულნი!!”