18 ოქტომბერი, 2016

“საბავშვო პარკში რომ ისეთ რაღაცას დგამ, რაც ბავშვის გამოთაყვანებას ემსახურება…”

ninaმომღერალი ნინა სუბლატი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც სიმართლის თქმა საჯაროდ უყვარს და თავის მოსაზრებებს ამა თუ იმ აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე ყოველთვის ფართო საზოგადოებას აცნობს.

ნინას გაღიზიანება საბავშვო ქალაქში “შუმბა ლენდი” განთავსებულმა ცხოველების ფორმის ურნებმა გამოიწვია. მომღერლის პროტესტს იზიარებს რიგითი მოქალაქეების ნაწილი. მათაც მიაჩნიათ, რომ არ არის გამორიცხული ბავშვმა ნაგავი პირში ცოცხალ ცხოველსაც ჩაუტენოს.

ნინა სუბლატი:

“ჯერ ვისაც ეს ურნები ესიმპათიურება, იმის გემოვნება რა არის, მერე კონკრეტულად ამ იდეის ჩამომსხმელ-განმხორციელებელი რა კვერცხია, რომ ეს შთააგონდა და ამის მყიდველი და დამდგმელი ხო საერთოდ, ციდან მოვლენილი ფენომენი!

საბავშვო პარკში რომ ისეთ რაღაცას დგამ, რაც ბავშვის გამოთაყვანებას და გემოვნების გაფუჭებას ემსახურება, ქვეყნის დიდი პრობლემაა. გემოვნება ჯანდაბას, ბავშვები ლეკვებს უპრობლემოდ ჟიმავენ და რატომღაც არ ისჯებიან, ცხოველი რომ ურნად იქცა, ეგ ალბათ უფრო გაუხსნით ფანტაზიას.

რამდენი დაიხარჯა საერთოდ არაა საინტერესო თემა, მაგრამ მაინც, 60 ათას ლარს რომ ამ სიმახინჯეში დებ, ცოტა არაა კაი იდეა.”

shumba

shumba-lendi