25 ოქტომბერი, 2016

რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი ინგრევა

rafiel-eristavi“სადაც ვშობლივარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ – ჩემი სამშობლო ის არი!”

ეს ლექსი ცნობილ ქართველ პოეტს რაფიელ ერისთავს ეკუთვნის, რომლის სახლ-მუზეუმიც ინგრევა.

პოეტის მშობლიური სახლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარეობს და 1951 წლიდან მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული. ექსპოზიცია 4 საგამოფენო დარბაზისა და სამუშაო ოთახისაგან შედგება. მუზეუმში ინახება მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 6003 სხვადასხვა სახის სამეცნიერო და დამხმარე მასალა.

ორი საუკუნის წინ აგებულ სახლს მასშტაბური და გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ესაჭიროება. მიუხედავად ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ შენობის სახურავის რამდენჯერმე შეკეთებისა, რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმში უმძიმესი მდგომარეობაა. ექსპონატები დაობებულია და სპეციალისტების მიერ ადღგენა-რესტავრაციას საჭიროებენ, წვიმა და ნესტი კი ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ შენობას კიდევ უფრო ამძიმებს.