13 ოქტომბერი, 2016

ნობელის პრემია ბობ დილანს

bob-dilanამერიკელი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი ბობ დილანი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.

როგორც შვედური აკადემიის წარმომადგენელმა სარა დანიუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

ბობ დილანი ნობელის პრემიის მფლობელი ლიტერატურის დარგში გახდა. მომღერალმა 2016 წლის პრემია მიიღო ამერიკულ სასიმღერო ტრადიციებში ახალი პოეტური გამოთქმების შექმნისთვის:

“ბობ დილანი ქმნის ლექსებს, რომლებიც სიმღერებისთვის არის განკუთვნილი. მისი შემოქმედება უბრალო მუსიკა და ტექსტი არ არის, მისი სიმღერები მხატვრული თვალსაზრისით უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი,” – აცხადებს შვედური აკადემიის წარმომადგენელი სარა დანიუსი.

ლიტერატურის დარგში პრემიის თანხა 8 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს, რაც 906 ათასი ამერიკული დოლარია. ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი სტოკჰოლმში 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.

75 წლის ბობ დილანი ნახევარ საუკუნეზე მეტია აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა. მას გამოშვებული აქვს 50 ალბომი და 9 გრემის მფლობელია.

bob