15 ოქტომბერი, 2016

“მომავალი თაობის უნდა გრცხვენოდეს”

asmatმარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იმ 35 მსახიობთა ჩამონათვალშია, რომლებიც თეატრიდან გაუშვეს. მსახიობის ინფორმაციით, მათგან 15 ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ასმათ ტყაბლაძეს ქეთი დოლიძემ ოთარ მეღვინეთუხუცესის მკვლელი უწოდა. მსახიობი რეჟისორის ბრალდებას ასე გამოეხმაურა:

“საწყენია, რომ ეს მოხდა, მაგრამ მაინც პასუხი უნდა გავცე ქეთი დოლიძეს!

,,ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო”, მაგრამ შენ ჩემს გულს ვერ მოკლავ, კარგად გიცნობს ყველა.

მე ჩემს სათქმელს დოკუმენტებით მოგახსენებ საჯაროდ და შენი სახე შენი ლექსიკონით ჩანს. ზუსტად, რაც ხარ იმას წერ სხვაზე.

ოთარ მეღვინეთუხუცესის საქციელით 35 მსახიობს გული ეტკინა და მათ შორის 15 გარდაიცვალა გამწარებული.

ღმერთმა ეს ცოდვა ოთარს აპატიოს და შენ უკვე გვიანია, მაგრამ მაინც სწორ გზაზე დაგაყენოს ღმერთმა. მომავალი თაობის უნდა გრცხვენოდეს, მე შენი ლექსიკონით არ დაგელაპარაკები, ,,ბაზრის ქალის” ლექსიკონით არ ვსაუბრობ.”