16 ოქტომბერი, 2016

“ეს რას ნიშნავს?”

ushikishvili1– ასეთ კითხვას სვამს ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელი და მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და პასუხსაც თავადვე სცემს.

როგორც მომღერალი აცხადებს, ფილარმონიაში რეპეტიციაზე მისულს დაცვამ პრობლემები შეუქმნა.

გიორგი უშიკიშვილი:

“ფილარმონიაში, ეზოში რომ არ გიშვებენ და თან დაცვა “გეკაჩავება” პოლკოვნიკი ვარ და მინდა შეგიშვებ მინდა არაო, ანუ თუ მინდა გიჯიგრებ და თუ მინდა არაო, ეს რას ნიშნავს? ძალიან ვწუხვარ, რომ დარბაზში სადაც პირველად 30 წლის წინ გამოვედი, დღეს “კაჩაობა” მიწევს შესვლაზე და ფილარმონიის დაცვას კულტურა არ ყოფნის ზრდილობიანად დაგელაპარაკოს. სამწუხაროა.

ანუ როგორც ყოველთვის, რომ მიდიხარ და კონცერტი გაქვს, მანქანით შედიხარ აჩერებ და ადიხარ დაბაზში. რომ მივედი დაცვამ გადასცა რაციით გიორგი უშიკიშვილია და შემოუშვაო? და იქიდან ისმის ხმა რაციაში რომ არ შემოუშვა, მანქანა გარეთ დააყენოს და ისე შემოვიდესო. ოღონდ ეს მანქანის გარეთ დაყენება იცით რას ნიშნავს? ვარაზისხევში დავაყენე მანქანა. დამაგვიანდა რეპეტიციაზე. რომ მოვედი და ვიკითხე, თუ მიშვებდით ეხლა რატომ აღარ მიშვებთო, პასუხი ასეთი მივიღე – ადრე გიჯიგრეთ და ეხლა აღარო.”