11 ოქტომბერი, 2016

ბორის აკუნინი თბილისში

borisმწერალი ბორის აკუნინი – გრიგოლ ჩხარტიშვილი ქართველ მკითხველს შეხვდება.

გრიგოლ ჩხარტიშვილი დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერალია.

ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ჩხარტიშვილი ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი. ის ზესტაფონში დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული. ორი წელია გრიგოლ ჩხარტიშვილი ემიგრანტია და საფრანგეთში ცხოვრობს.

ბორის აკუნინი მკიხთველს თბილისში 18 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდება და დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

შეხვედრას გაუძღვება ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი მაია ჯაგი და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

შეხვედრის დასასრულს, გრიგოლ ჩხარტიშვილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.