28 სექტემბერი, 2016

თათია ახალაია მილანის მოდის კვირეულზე

tatia-axalaia20 წლის ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ მილანის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე მსოფლიოში ცნობილ მოდელებთან ერთად გაიარა.

თათია ახალაია Elit Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებულია.

მილანში მსოფლიოში აღიარებულმა დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექციები წარმოადგინეს.

თათია ახალაიამ Mila Schön official-ის, Winonah-ის, მოსკინოს ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელის Rossella Jardini-ის და Piccione.Piccione -ს გაზაფხული/ზაფხული 2017-ის კოლექციების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. Piccione.Piccione-ს ჩვენება კი ქართველმა მოდელმა დახურა.