22 სექტემბერი, 2016

“შურისგან, ძალადობისგან და იმ ყველა უბედურებისგან გათავისუფლებას, რაც ჩვენ გვჭირს, სჭირდება…”

1sofia-kilasonia– თავისუფლება შეძახილით რომ მოდიოდეს, მაგის მეტი არაფერი უკეთებია უახლეს ისტორიაში ჩვენს ერს, – აცხადებს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია და საზოგადოებას შურისგან, ძალადობისგან და ყველა იმ უბედურებისგან გათავისუფლების რეცეპტს სთავაზობთ, რაც ჩვენ გვჭირს.

სოფო კილასონია:

“ქედმაღლურად კი ჟღერს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ცოტა მაინც მეცინება როცა პოლიტიკოსები, რომელბიც 4 წელი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რაც სხვას სურდა და აწყობდა, ახლა მე მეუბნებიან გათავისუფლდიო.

პ.ს. შურისგან, ძალადობისგან და იმ ყველა უბედურებისგან გათავისუფლებას, რაც ჩვენ გვჭირს, სჭირდება კულტურის და განათლების სფეროების განვითარების ძალიან მკაფიო ხედვა. რაც არც ვიცი რომელ პარტიას გააჩნია გაწერილი, არგუმენტირებული და ჩამოყალიბებული.

თავისუფლება შეძახილით რომ მოდიოდეს, მაგის მეტი არაფერი უკეთებია უახლეს ისტორიაში ჩვენს ერს.”