Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შოუ-ბიზნესის დეგრადირება დიდ წილად იმ შოუების დამსახურებაა…”

25 სექტემბერი, 2016

qeti-faresashviliმომღერალი ქეთი ფარესაშვილი ქართული შოუ-ბიზნესის დეგრადირებაზე საუბრობს და იმ კონკრეტულ მიზეზს ასახელებს, რამაც ეს პროცესები გამოიწვია. ხელოვანს გამოსავალიც აქვს ნაპოვნი, თუმცა ამას საზოგადოების მხრიდან კარგად გააზრება სჭირდება.

ქეთი ფარესაშვილი:

“შოუ-ბიზნესის დეგრადირება დიდ წილად იმ შოუების დამსახურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება. ეს არც ჩვენთვის არის კარგი და არც დამწყებებისთვის – ცუდია, საქმეს აფუჭებენ, რადგან როცა ყოველი მეორე “ქავერს” მღერის, შემდეგ სუპერ ვარსკვალი ჰგონია თავი – ამას ფასი ეკარგება და, ელემენტალურად, ფულს აღარ იხდიან, მიზერული ჰონორარებია.

მე როცა მიწვევენ და ადეკვატურ ჰონორარს ვითხოვ, მპასუხობენ, აგერ იმ დამწყებებს მოვიყვანთ კაპიკებშიო, ის უფრო გაპიარებულიაო, ხოლო ამ ყველაფერში ვიღაც მდიდრება და მუსიკისა და ხელოვნების საქმე ძალიან ფუჭდება…

ახლა გასაგებია, რატომ არ მომწონს ამდენი, თან არაპროფესიონალურად ჩატარებული მუსიკალური ტელე-შოუ? ეს შეიძლება დიდ ქვეყანაშია მომგებიანი, ამერიკაში, რუსეთში და ა.შ. ჩვენთან ბოლოს მსმენელზე მეტი მომღერალი იქნება და ვნახოთ რა მოხდება!

სხვა სპეციალობა არ უნდათ ვერ გავიგე? უკეთესი წარმატებები ექნებათ, მაგალითად, რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, ან ბიზნესი, ან ისტორიკოსი, ან არქიტექტორი, ან პიარ-მენეჯერი, ან ფინანსტისტი, ან მეცნიერი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი, რა ვიცი უფო, ნასა ბოლოსდაბოლოს… ნაირ-ნაირი შესაძლებლობები არსებობს.”