9 სექტემბერი, 2016

“ყველგან, სადაც არ უნდა მიხვიდე, მიდის სერიოზული დაპირისპირება”

sopo-gelovani1– ყველგან, სადაც არ უნდა მიხვიდე, მიდის სერიოზული დაპირისპირება, – ამბობს მომღერალი სოფო გელოვანი, რომელიც თავისი საყვარელი საქმის ერთგულია და არასდროს აკეთებს ხმამაღალ განცხდებებს. თუმცა ბოლო პერიოდში შექმნილმა ვითარებამ მასაც აიძულა თავისი სატკივარი ფართო საზოგადოებას გაუზიაროს.

სოფო გელოვანი:

“მგონი, მარტო ჩვენთან ხდება, განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო, ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები გადაკიდებულები იყვნენ წლობით, ან სულაც დაკარგული ჰყავდეთ ერთმანეთი.

ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მესმის გაუთავებელი ბრძოლა ზვიადისტების, შევარდნაძისტების, მიშისტების და ბიძინისტების… დავიღალე!

ყველგან, სადაც არ უნდა მიხვიდე, მიდის სერიოზული დაპირისპირება ამ თემასთან დაკავშირებით. ოჯახში, მეგობრებში, ნათესავებში, სუფრასთან და კიდე, სადაც არ უნდა მოხვდეს კაცი.

არავისტები რომ ვიყოთ ერთხელ და სამუდამოდ როდის შეიძლება?!”