29 სექტემბერი, 2016

“ყურადღება!”

suxitaთბილისის ბიგ ბენდის სოლისტი, ახალგაზრდა მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ბოლო პერიოდში სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობას სთავაზობენ.

გიორგი სუხიტაშვილი:

“ყურადღება!!!

ჩემო მეგობრებო და არამხოლოდ, ბოლო ერთი კვირაა ყოველდღე მეხმიანებიან პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების სააგიტაციო ღონისძიებებიდან, რომ მივიღო მონაწილეობა.

დიდი მადლობა, რომ გახსოვართ, მაგრამ არ მინდა სააგიტაციო კონცერტებში მონაწილეობის მიღება.

თუ დღესასწაულია და რამე სხვა, დამიძახეთ, თქვენთან ვარ, დროშები ბანერები “შემოხაზე”,'”მომეცი”, “მიეცი” არ მინდა.

არჩევნების მერეც გააკეთეთ ხოლმე ხშირად რეგიონებში კონცერტები და დამიძახეთ, არ ტეხავს.

გმადლობთ ყურადღებისათვის…”