ყრუთა ანსამბლმა ,,ლილემ” ესპანეთში გრანპრი მოიპოვა

lile1ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ყრუთა ანსამბლი ,,ლილე” გრანპრის მფოლობელი გახდა. “ლილემ” ჟიურის ყველაზე დიდი ოვაცია და მოწონება დაიმსახურა.

ქალაქ ლორეტ დე მარში ჩატარებულ კონკურსზე ,,მზე და ზღვა” მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის სამუსიკო გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორია ფიესტალონია მილენიო და ის ყოველწლიურად ტარდება.

ანსამბლი ესპანეთში თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა თანადგომის” ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა.

გამარჯვებულები საქართველოში 23 სექტემბერს დაბრუნდებიან. მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:55-ზე დაჯდება.

lile