11 სექტემბერი, 2016

ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვება კინოშოკის ფესტივალზე

kinoshoki1საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი” ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

კინოფესტივალი წელს 25-ედ გაიმართა და მას ანაპამ უმასპინძლა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულთა შორის სამი ქართული ფილმი აღმოჩნდა – “მოირა”, “მამა” და “ლეთა”:

პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის – ნუკრი აბაშიძე ფილმისთვის “მოირა”;

ჟიურის სპეციალური პრიზი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მამა”, რეჟისორი დავით ფირცხალავა;

ჟიურის სპეციალური პრიზი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა”, რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი.