4 სექტემბერი, 2016

ქართველი ბანი კანარის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

kaxaber-shavidze1ქართველი საოპერო მომღერლის გამარჯვებით დასრულდა კანარის ვოკალისტთა რიგით მე-9 საერთაშორისო კონკურსი.

კონკურსი კორსიკაში 29 აგვისტოს დაიწყო და 2 სექტემბერს გამარჯვებულთა გამოვლენით და საზეიმო დაჯილდოებით დასრულდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტებს შორის საერთაშორისო ჟიურიმ რჩეულები დაასახელა და მათ საპრიზო ადგილები მიანიჭა.

პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ტრიუმფატორი ქართველი ბანი კახაბერ შავიძე გახდა.