პანტომიმის თეატრი განახლებულ აღმაშენებელზე

pantomima2თბილისში დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი საზეიმოდ გაიხსნა.

უახლოესი დღეების განმავლობაში თბილისის უძველეს უბანში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი.

მომღერლები, მსახიობები, მხატვრები – კულტურის სფეროს წარმომადგენლები წარმოდგენებს გამართავენ.

27 სექტემბერს აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე პანტომიმის სახელმწიფო თეატრი მრავალფეროვან სანახაობას შესთავაზებს მოსეირნე საზოგადოებას.

მიმები სპეციალურ სპექტაკლს ღია ცის ქვეშ 18 საათზე წარმოადგენენ.