24 სექტემბერი, 2016

პანტომიმის თეატრი დაიტბორა

pan123პანტომიმის სახელმწიფო თეატრი დაიტბორა. თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა თეატრის სარეპეტიციო დარბაზი დატბორა.

ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს:

“პანტომიმის თეატრში არაერთხელ ჩამოსულა წყალი! ამჯერად თეატრის სარეპეტიციო დარბაზი, სადაც სტუდიის ბავშვები და სტუდენტები მუშაობენ, დაიტბორა! ჩვენი თეატრი ერთადერთია, რომელიც გაიყიდა და თან არანაირი პირობა არსებობს, მაგრამ თეატრი მაინც არ წყვეტს მუშაობას და დღეს “ტერენტი გრანელს” სთავაზობს მაყურებელს ასევე ხვალ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ფესტივალზე დასკვნითი სპექტაკლია და მსახიობები თავისი ხელით აგვარებენ პრობლემებს.

ეს უნიკალური თეატრი საქართველოს კუთვნილებაა და მისი დამაარსებელი ამირან შალიკაშვილია. შალიკაშვილი ის ქართველია, რომელმაც არ დატოვა თავისი ქვეყანა იმის გამო, რომ საქართველოს ქართული პლასტიკის და პანტომიმის თეატრი ჰქონოდა! მგონი, უკვე სირცხვილია ერთადერთი პანტომიმის თეატრის ასეთ დღეში ყოფნა.”

pa123