20 სექტემბერი, 2016

ნანკა კალატოზიშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

1nanka-gdanskis-dgeebzeმუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

როგორც მსახიობი აცხადებს, ის აპროტესტებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ბოლო პერიოდში მისი კოლეგების მიმართ დამკვიდრდა. კონკრეტულად კი ნანკა ტელეკომპანია “GDS”-ის დირექტორისგან სერიალის ”მზარეულები” მსახიობებისთვის კუთვნილი თანხის გადახდას ითხოვს.

ნანკა კალატოზიშვილი:

– ”GDS”-ის დირექტორს ხომ არ იცნობს ვინმე? ამბობენ, მდედრობითი სქესის არისო. სად დაიბადა, როგორ დაიბადა, ვინ გაზარდა, რა ზრდილობაა ეს საერთოდ, იქნებ ჰკითხოს ვინმემ? მსახიობებთან საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე…

რა თუ ვინ კითხვა დაესმის, ეგეც გასარკვევია. მისი საქციელიდან გამომდინარე, ეგეც ვეღარ გაგვიგია. იცით რა გვაინტერესებს? ვიმუშავეთ ამ მსახიობებმა მთელი ზაფხული და ახლა გადაწყვიტა, რომ მაგრა არ მაინტერესებთ, ხელფასებს არ გიხდითო, აგვისტოს თვისასო.

ვინმეს თუ მიგიწვდებათ ხმა, არ ვიცი, ჟურნალისტს, ვინმე ღვთისნიერს, მაგრამ ღვთისნიერი მაგასთან ვერ მივა, ან არ მივა… ვინმემ ჰკითხეთ, ხომ კარგად არის? რა მოიგონა?”