23 სექტემბერი, 2016

“მუსიკოლოგოსი” დაიხურა

musikologosiქართულ ტელესივრცეში კიდევ ერთი კულტურული გადაცემა დაიხურა. “მუსიკოლოგოსი”, რომელიც კლასიკურ მუსიკას ეძღვნებოდა და მაყურებელს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას აწვდიდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.

ინფორმაცია კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ გაავრცელა:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია რა არის?! აკეთოს გადაცემები, რომელიც შესაძლოა არ იყოს კომერციულად მომგებიანი, მაგრამ საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის, თუ ის ისეთივე კომერციული ტელევიზიაა, როგორც სხვა დანარჩენი? თუ მეორე თეზისია მართებული, მაშინ რატომ ვუხდით ამ ტელევიზიას ფულს ჩვენ, მოქალაქეები და რატომ აქვს მას ის ბევრ ნულიანი ბიუჯეტი რომელიც აქვს?!

მუსიკოლოგოსის დახურვის მიზეზი რა იყო?! ბიბისი ასე ხურავს პროგრამებს? თუ ყველაფერი რასაც ისინი უჩვენებენ სუპერ რეიტინგულია?! ძალიან კულტურულ საზოგადოებას არ სჭირდება ერთი გადაცემა კლასიკურ მუსიკაზე? არა… ჩვენ ხომ გავცდით ამ მუსიკას და ბევრად შორს ვართ.

აქ წერდნენ, მწერლებს ლიტერატურაზე ჰკიდიათ მუსიკაო და, მეგობრებო, საზოგადოებრივ მაუწყებლს აღარაფერზე რომ არ კიდია მისი მთავარი ფუნქცია, ამას რა ვუყოთ?! ძალიან საჭირო შოუ იყო… საწყენია რომ არ გვჭირდება…”