24 სექტემბერი, 2016

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონს პრემიერით იწყებს

mozნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს პრემიერით იწყებს.

სპექტაკლი ეძღვნება დიდი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის ლილი იოსელიანის ხსოვნას.

4 ოქტომბერს, 19 საათზე განახლებულ დარბაზში გათამაშდება მოზარდ მაყურებელთა თეატრის კომედია „აურზაური არაფრის გამო“. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი. პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.

პიესის თარგმანი გივი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის, მხატვრობა – ლომგულ მურუსიძეს, მუსიკალურ გაფორმება – ზურაბ გაგლოშვილს, ქორეოგრაფია – გია მარღანიას.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ნინო არჩაია, ირაკლი გოგოლაძე, ნინო მუმლაძე, თამარ ტყემალაძე, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ჯიქურიძე, დავით ხახიძე, თორნიკე ქინქლაძე, მამუკა მუმლაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე, შალვა ანთელავა, გიორგი შავგულიძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე და სალომე წურწუმია.

moza

საპრემიერო სპექტაკლში გამოყენებულია ნაწყვეტები უილიამ შექსპირის პიესებიდან და უილიამ გიბსონის პიესიდან „მსახიობთა ძახილი“.

მოზად მაყურებელთა თეატრის ახალი თეატრალური პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. მათივე მხარდაჭერით განხორციელდა თეატრის ფოიეს რეკონსტრუქცია.