Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მოიკალით თავი, სიმართლე ულმობელია!”

11 სექტემბერი, 2016

1sturua-parizzeრეჟისორი რობერტ სტურუა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და რუსთაველის თეატრში ახალი სეზონის გახსნამდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალყურს.

სვანეთიდან დანახული სიმართლე! – ასე უწოდებს მაესტრო თავის ახალ ჩანაწერს:

“როგორ უნდა დაგიბნელოს ტვინი ფანატიზმმა, გამორჩენის და კარგი ცხოვრებისკენ გაუმაძღარმა ჟინმა, რომ ახალ სერიალზე თქვა:

უგემოვნო ფილმიაო!

ნუთუ ნაწყენმა, მთავარ როლების რომ არ თამაშობ, Cóte d’Azur-ზე რომ ყოველ წელს ვეღარ ისვენებ, ან უნიჭო წიგნებს უფასოდ რომ აღარ გიბეჭდავენ, შენ ქვეყანაში სისხლიანი ჯალათების ზეიმზე დადგმული ფილმი, საშინელება, რაც დატრიალდა შენს სამშობლოში, ამ რეალობაზე როგორ შეგიძლია ვითომ განათლებულმა, გახრწნილმა ტვინმა ამაყად ამოარწყიოს:

ეს ხელოვნება არ არისო!

ვიცი, პატრიოტიზმსაც პროვინციალიზმად მიიჩნევ, მაგრამ ადამიანობა?! ნუთუ უბრალოდ, კაცთმოყვარეობაც შეგისანსლა გაუმაძღრობამ?

ო, ფაშისტებო, თქვენი ჯერიც მოვა, უდანაშაულო ქართველების სისხლით ვერ აიშენეთ ბედნიერება, და ვერც აიშენებთ! არსებობს უმაღლესი მართლმსაჯულება! არსებობს!

მოიკალით თავი, სიმართლე ულმობელია!”