6 სექტემბერი, 2016

“მინდა გაგიზიაროთ ერთი ამბავი…”

1nino-surguladze12– ქართველებს გურჯებს ეძახდნენ, რაც მგლებს ნიშნავს. მე ვფიქრობ, რომ ღირსება, ღირსების შეგრძნება, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა, ჩვენი ყველაზე დიდი განძი და სიმდიდრეა, – მიაჩნია მეცო სოპრანო ნინო სურგულაძეს და თავის ერთგულ მსმენელს ერთ ამბავს უზიარებს:

“მინდა გაგიზიაროთ ერთი ამბავი, რომელიც დღეს ინტერნეტით შევიტყვე.

ალბანეთის ქალაქ “პატოკის” მთებში მოსახლეობამ მგელი დაიჭირა და თავლაში დაატყვევა ერთ-ერთ ოჯახში. მგელს საკვები სჭირდებოდა და ოჯახს ეგულებოდა მოხუცი ვირი, რომელიც წლები ემსახურებოდა მათ. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ვირი აღარ იყო საჭირო, დაბერდა და იგი მგლის გამოსაკვებად გამოდგებოდა. ცხოველი შეუშვეს მშიერ მგელთან და ისინი ერთად ჩაკეტეს. შემდეგ კი ასეთი რამ მოხდა… მგელმა არათუ შეჭამა ვირი, არამედ ისინი დამეგობრდნენ იქ, სადაც ადამიანებმა დაკარგეს მადლიერების გრძნობა, იქ, სადაც მეფობდა სისასტიკე… და ადამიანის გულგრილობა.

ამ ისტორიის შესახებ ბევრმა შეიტყო, მათ შორის პრესამ და ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ “ქეარ 2″, რომლის პეტიციის შემდეგ მთავრობა ჩაერია და ზომები იქნა მიღებული.

მგელი გაათავისუფლეს და გაუშვეს ტყეში, ხოლო ვირი დაუბრუნდა ნორმალურ არსებობას და მდელოზე სეირნობასაც, სადაც დრო და დრო მას მისი მეგობარი მგელი დღესაც აკითხავს.

მინდა გამოვყო ამ ისტორიაში მგლის როლი და თუ რამხელა ღირსება გააჩნია მას.

ქართველებს გურჯებს ეძახდნენ, რაც მგლებს ნიშნავს. მე ვფიქრობ, რომ ღირსება, ღირსების შეგრძნება, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა, ჩვენი ყველაზე დიდი განძი და სიმდიდრეა.”