ლევილის მამული კვლავ საქართველოსია

levil125 წლის შემდეგ, საფრანგეთში მდებარე ლევილის მამული კვლავ საქართველოსია. ლევილის ტერიტორიაზე ხელი უკვე მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტაში წლტბის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45.000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები არიან.