12 სექტემბერი, 2016

კინომსახიობთა თეატრის წარმატება ედინბურგში

tramvai-survili1მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ვიზიტი ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებული აღმოჩნდა.

შოტლანდიაში თეატრმა ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლი “ტრამვაი-სურვილი” ითამაშა, რომელიც ქეთი დოლიძემ ტენესი უილიამსის მიხედვით დადგა.

სპექტაკლში მონაწილეონებ ნინელი ჭანკვეტაძე, ირინა გიუნაშვილი, იმედა არაბული, ვანო დუგლაძე, თემურ გვალია, ქეთი ასათიანი, გუგა კახიანი, ცოტნე მეტონიძე, თამუნა ბუაჩიძე და ილია ჭეიშვილი.

ქეთი დოლიძის დადგმულმა სპექტაკლმა ედინბურგში თეატრალური კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა, 5 ვარსკვლავი მიენიჭა და შემოქმედებითმა ჯგუფმა სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალებზე მიწვევებიც მიიღო.